პლანეტა დედამიწა – ჩვენი საერთო სახლი
1. პროექტის სახელწოდება: ,,პლანეტა დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“
2. პროექტის მთავარი იდეა: გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, ბუნებას, გარესამყაროს. დავიცვათ იგი, ანუ ჩვენი თავი, დაღუპვისაგან.
3. პროექტის აქტუალობა: დედამიწა საფრთხის წინაშე დგას, რასაც მოწმობენ გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოგენური კატასტროფები.
4. პროექტის მიზნები: ჩაუნერგოთ ბავშვებს ბუნებისა და გარესამყაროსადმი სათუთი და მზრუნველი დამოკიდებულების გრძნობა. გავაცნოთ მათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები გარესამყაროს მიმართ.
5. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა; გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება ;დასუფთავებული სკოლის ეზო, ქუჩები; დასუფთავებული თიანეთის შემოსასვლელი ,გაშენებული ნარგავები; კედლის გაზეთი.შიდა სასკოლო საკონფერენციო თემები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები,ენციკლოპედია, ინტერნეტი, პროექტორი,ადამიანური რესურსი ,შრომის იარაღები ,ნერგები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება; სკოლის ეზოსა და სხვა ადგილებზე ნარგავების დარგვა; კედლის გაზეთის გამოშვება; შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება გარემოს დაცვის თემაზე (თემაში მოყვანილი იქნება მათ მიერ მოძიებული ქართველი და არაქართველი მწერლების ნაწარმოებები ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებაზე).
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო განათლება ,/ბიოლოგია, გეოგრაფია//მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაზრდა; ინფორმაციის მოძიება, , სხვისთვის გადაცემა.
11. პროექტის ხელმძღვანელი ზეინაბ ჩაჩავა
12.ხელმძღვანელის ელ ფოსტა; zeinabchachava@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://zizi-zizi.blogspot.com/
No comments:
Post a Comment